ძლიერი ქარი, ნისლი და თოვლი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ. 

როგორი ამინდი იქნება თბილისში 20 ნოემბერს

გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ხუთშაბათს და პარასკევს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება და ნალექი. დაბლობში, ძირითადად, მოსალოდნელია თოვლჭყაპი, მთაში და მაღალ მთაში – თოვლი. ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია ნისლი, მაღალმთიან ზონაში კი ძლიერი ქარბუქი.

შავ ზღვის სანაპიროზე, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.