ტოჩინოშინი ნოემბრის ბაშოზე წარმატებით ასპარეზობს

ტოკიოს ტურნირის მე-12 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა ჰოკუტოფუძის შეხვდება.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე ნოემბრის ბაშოზე მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. 

ტურნირის მე-11 დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა კირიბაიამა დაამარცხა.

ამ მოგების შემდეგ ტოჩინოშინის მოგება-წაგების ბალანსი კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ქართველი სპორტსმენის ანგარიშზეა ექვსი მოგება და ხუთი მარცხი.

მე-12 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა ჰოკუტოფუძის შეხვდება. აღნიშნული ორთაბრძოლა სპორტსმენებისთვის რიგით მეათეა – ამ ეტაპზე წინ ქართველი სუმოისტია (5:4).

მიმდინარე ბაშოს ლიდერია ოძეკი ტაკაკეისე, რომელმაც ტურნირის შვიდივე ორთაბრძოლა მოიგო. ტურნირი 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.