საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.443-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 89.395-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 815-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.443-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 89.395-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 71.468 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 2.370, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.763 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.435 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.