ყვითელი ამბები

„მტკივნეული იყო...“ – ლიზა ქისტაურმა საზოგადოებას დედა გააცნო – ვიდეო

ლიზა ქისტაურმა საზოგადოებას დედა გააცნო. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოზე ლიზას დედამ უამრავი დადებითი შეფასება მიიღო.
Sputnik

ტრანსგენდერი ლიზა ქისტაური წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს და აქტუალობას საკუთარ ქვეყანაში მაინც არ კარგავს. ლიზა სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით ხშირად ეკონტაქტება საკუთარ ხელმომწერებს და ის პასუხობს როგორც დადებითად განწყობილ ხელმომწერებს, ასევე მათ, ვინც სასტიკად აკრიტიკებს.

ცოტა ხნის წინ ტრანსგენდერმა „იუთუბის“ საკუთარ არხზე დედასთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა და ხელმომწერებს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანი გააცნო. სოციალური ქსელის მომხმარებლების კითხვაზე, როგორ მიიღო მისი შვილის ცხოვრების ასე რადიკალური ცვლილება, ქალმა უპასუხა, რომ ეს მტკივნეული იყო, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს, დედას ყველაზე მეტად მაინც თავისი შვილი უყვარს.

„მე ცოტა ძლიერი გამოვდექი და ვარ კიდეც. არ მაქვს რბილი ხასიათი, მაგრამ მეტი შვილი მე არ მყავს. ათიც რომ მყოლოდა, ეს ჩემი შვილია და ყველაზე მეტად მიყვარს“, – აცხადებს ლიზას დედა. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ შვილს ჯერჯერობით ისევ „გიორგითი“ მიმართავს, რადგან სახელის ცვლილებას ჯერ ვერ შეეგუა.

ცოტა ხნის წინ 22 წლის გიორგი ქისტაურმა სახელი გადაირქვა და ლიზა ქისტაური გახდა. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, ანატომიურად ქალი არ არის, ქირურგიული ოპერაციების საშუალებით აპირებს მამაკაცის სასქესო ორგანო მოიშოროს. ლიზა ქისტაური წელიწადზე მეტია ბელგიაში ცხოვრობს. მისი თქმით, ის საქართველოდან გაიქცა, რადგან დღისით გარეთ გასვლის ეშინოდა.

ქისტაურმა ცოტა ხნის წინ მკერდის ოპერაცია გაიკეთა. ტრანსგენდერი ქალის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები მას სწერენ, რომ ადრეც ლამაზი იყო და ახლაც არაჩვეულებრივად გამოიყურება. „მაშინაც ლამაზი ვიყავი და ახლაც“, – წერდა თავად ქისტაური ფოტოზე.