როგორ შეძლებს მთავრობა პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნებას
© Sputnik
„ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია მთავრობასთან და არის სუბსიდირების სამი ვარიანტი: პირველი მექანიზმი – ეს არის ხორბლის იმპორტის სუბსიდირება, როგორც ეს მოხდა მარტსა და აპრილში კორონავირუსის პირველი ტალღის დროს; მეორე არის თვითონ ფქვილის ფასის სუბსიდირება, ხოლო მესამე პურის ფასის სუბსიდირებაა. ამ სამი ვარიანტიდან მთავრობა იმას აირჩევს, რომელიც ნაკლებ ხარჯიანი იქნება ბიუჯეტისთვის“, – აღნიშნა ლევან სილაგავამ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.
ეკონომომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში დოლარის მიმართ ლარის კურსის მკვეთრმა გაუფასურებამ შესაძლოა ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში პურის გაძვირება გამოიწვიოს.