ყველა ერთად: დასახელდა კორონავირუსის ყველაზე უჩვეულო თვისება

აკადემიკოსის თქმით, თვისებები, რომლებსაც კორონავირუსი ავლენს, სულაც არ არის სპეციფიკური და ის სხვა არაერთ ვირუსშიც გვხვდება.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. კორონავირუსში გაერთიანებულია ის თავისებურებები, რომლებიც მანამდე არაერთ სხვა ვირუსში გვხვდებოდა, რაც არის კიდეც მისი ყველაზე უჩვეულო თვისება, განაცხადა რუსმა აკადემიკოსმა, ვირუსოლოგმა სერგეი ნეტიოსოვმა.

კორონავირუსმა უცნაური დადებითი თვისება გამოავლინა: მეცნიერული კვლევა

მისი თქმით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი იმუნური სისტემის დისრეგულაცია (კორონავირუსზე იმუნური სისტემის სახიფათო პასუხი) სხვა ინფექციების, კერძოდ, ებოლას შემთხვევაშიც ხდება. ხოლო თრომბოზი, დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედება ასევე ახასიათებს ყირიმ–კონგოს ჰემორაგიულ ცხელებას, დენგეს ცხელებასა და ასევე ჰემორაგიულ ცხელებას ღვიძლის სინდრომით.

გარდა ამისა, როგორც ნეტიოსოვი განმარტავს, კორონავირუსული ინფექციის სპეციფიკურ სინდრომად არც ყნოსვის დაკარგვა შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან იგივე თვისება კიდევ ოცამდე ვირუსს ახასიათებს.

მანამდე ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალი ტიპის კორონავირუს SARS-CoV-2-ს უჩვეულო დადებითი თვისება აღმოაჩნდა — მას ტკივილის ჩახშობა შეუძლია. აღნიშნული კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში Pain.