როგორი იქნება ევროვიზიის საიმიჯო კლიპი – ვიდეო

პანდემიის გამო განსხვავებული იქნება საბავშვო ევროვიზიის წლევანდელი კონკურსი. საერთაშორისო ღონისძიება ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, ანუ მონაწილეთა გამოსვლები ჩაწერილი იქნება.
Sputnik

ქართველი კონკურსანტი, „რანინას“ მესამე სეზონის გამარჯვებული სანდრა გადელია საკონკურსო ნომერს უკვე ამზადებს.

საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი მსოფლიოს უმღერებს იმაზე, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას და ჩვენ ირგვლივ მყოფთ. სანდრა გადელიას ოჯახი წარმოშობით აფხაზეთიდანაა, ათი წლის მომღერლის ოცნება სწორედ აფხაზეთში დაბრუნებაა.