ყვითელი ამბები

ანა შელია და ლაშა ლომიძე მშობლები გახდნენ – ნახეთ ახალშობილის პირველი ფოტო

ულამაზეს ანა შელია და ლაშა ლომიძეს საფრანგეთში პირველი შვილი შეეძინათ. ნახეთ რა ფოტო გამოაქვეყნა ლიკა კვარაცხელიას ქალიშვილმა სოციალურ ქსელში.
Sputnik

მოდელი ანა შელია და მორაგბე ლაშა ლომიძე 13 ნოემბერს გოგონას – ელი ლომიძის მშობლები გახდნენ. გოგონა საფრანგეთში დაიბადა. ახალბედა მშობლებმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღეს. ანამ „ინსტაგრამზე“ უკვე გამოაქვეყნა ახალშობილის პირველი ფოტო.

ანა შელია ცნობილი მოდელის ლიკა კვარაცხელიას ქალიშვილია, შესაბამისად, ლიკა ახალგაზრდა ბებია გახდა. ანა ნაზი გარეგნობით ბევრ ბიჭს ხიბლავდა, თუმცა ახალგაზრდა მოდელმა საკუთარი არჩევანი საბოლოოდ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრზე, მორაგბე ლაშა ლომიძეზე შეაჩერა. ვარსკვლავურ წყვილს ერთმანეთის მიმართ ინტერესი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ანა ჯერ კიდევ 14 წლის იყო.

ლაშა, თავის მხრივ, ნამდვილი ჯენტლმენივით მოიქცა. ასაკის გაგების შემდეგ ანა აღარ შეუწუხებია. თუმცა ბედისწერამ გამორჩეული წყვილი ერთმანეთს კიდევ ერთხელ და ახლა უკვე სამუდამოდ შეახვედრა.

მოდელი ფეხმძიმობისას რადიკალურად შეიცვალა და ორსულობა განსაკუთრებულად მოუხდა. წყვილი ნიშნობამდე ლონდონში ერთად ცხოვრობდა. მათ იმდენად შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვთ, ბევრს და-ძმა ჰგონია. ანა უსიმპათიურესი ქმრის ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.

2017 წელს მთელი საქართველოს ყურადღება ახალბედა მოდელმა მიიქცია. ანა შელიამ ბრიტანული მოდის სახლის Ralph & Russo ჩვენებაში მონაწილეობა Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად მიიღო.