თელავი-თბილისის გზატკეცილზე ავარია მოხდა

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი -  Sputnik. თელავი-თბილისის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შეთხვევა მოხდა, რის შედეგაც ერთი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ცხრა თვეში საქართველოს გზებზე ავარიებში 337 ადამიანი დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მანქანა მოუცურდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მძღოლი მსუბუქად დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

საქართველოში 2020 წლის ცხრა თვეში მომხდარი ავტოავარიების მიზეზებს შორის სიჩქარის გადაჭარბება მეორე ადგილზეა. 184 ასეთი უბედური შემთხვევა 40 ადამიანისთვის ლეტალურად დასრულდა.