ძალიან ეფექტური: რუსეთში სპილენძის ნანონაწილაკებიანი პირბადეების წარმოება დაიწყო

რუსი მეცნიერების მიერ შექმნილი სპილენძის ნანონაწილაკებიანი პირბადე მრავალჯერადია და ის ანტისეპტიკურ თვისებებს 50 გარეცხვის შემდეგაც ინარჩუნებს.
Sputnik

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. რუსმა მეცნიერებმა დაიწყეს ბიოაქტიური სპილენძის ნანონაწილაკებიანი მრავალჯერადი სამედიცინო ნიღბების წარმოება, რომლებსაც სპილენძის ნარჩენებისგან იღებენ.

მაგრდება ნებისმიერ პირბადეზე: შექმნილია სენსორი COVID-19-ის დასაფიქსირებლად

სპეციალისტების თქმით, სპილენძს აქვს ძლიერი ანტისეპტიკური თვისებები, რასაც ნანონაწილაკების მქონე ნიღაბი 50 და მეტი გარეცხვის შემდეგაც ინარჩუნებს. ურალის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციისა და ქიმიის კათედრის დოცენტის ტატიანა შერსტობიტოვას თქმით, ამ ქიმიურ ელემენტს აქვს უნარი, ხელი შეუშალოს ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოების სასიცოცხლო აქტივობას.

„ნანონაწილაკების სახით სპილენძი საკმარისად დიდხანს რჩება ქსოვილზე და შეუძლია პათოგენური ორგანიზმებისგან გრძელვადიანი დაცვა უზრუნველყოს. ეს, რა თქმა უნდა, ინფექციისგან დაცვას აძლიერებს“, — განაცხადა შერსტობიტოვამ.

გავრცელებული ინფორმაციით, სპილენძის ნანონაწილაკებიანი პირბადის ფასი 500 რუბლი (დაახლოებით 22 ლარი) იქნება.