ყვითელი ამბები

„მაგრამ არ გადამყვარებია...“ – ქეთა თოფურიას გულახდილი აღიარება

ფეხმძიმე მომღერალი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ქეთა თოფურიას მორიგი აღიარება, რომელიც მის ცხოვრებას ეხება. რას წერს შეყვარებული არტისტი?
Sputnik

ქეთა თოფურია ბელორუს ბიზნესმენზეა შეყვარებული. მათ პირად ცხოვრებას მასმედია აქტიურად განიხილავს. ბოლო პერიოდის მანძილზე და მანამ, სანამ პანდემია დაიწყებოდა, ცნობილმა მომღერალმა სტილის შეცვლა დაიწყო. შესამჩნევი ცვლილებები ხმაურის გარეშე არ დარჩა. არტისტის გარდერობში მომრავლდა Oversize კაბები და მაისურები, რამაც თაყვანისმცემლებს ეჭვი გაუჩინა. ტაბლოიდები მის ფეხმძიმობაზე აქტიურად წერდნენ.

მომღერალმა გულანთებულ ფანებს სიახლე სულ რამდენიმე დღის წინ გაუმხილა. მან ახალი სიმღერა ჩაწერა, რომლის ვიდეოკლიპში მოზრდილი მუცლით გამოჩნდა. ქეთამ პირველი შვილი 2015 წელს მოავლინა ქვეყნად, მეორეს კი ახლა ელოდება. 5 წლის მანძილზე მან დიდი გარდატეხები და სირთულეები გამოიარა. მათ შორის რეპერ გუფთან დაშორება და სკანდალები იყო. ამასთან დაკავშირებით ფეხმძიმე არტისტმა მორიგი პოსტი გამოაქვეყნა.

„ცხოვრებაში უამრავი რამ ყოფილა, მაგრამ სიცილი არ გადამყვარებია“, – აღნიშნა ქეთამ. მან მორიგი პოსტი თვითმფრინავის ბიზნეს-კლასიდან გამოაქვეყნა, რომელშიც მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. აღნიშნულ ფოტოზე ქეთას ტანზე მომდგარი ზედა აცვია. ულამაზესი შემსრულებელი ფეხმძიმობას აღარ მალავს, რაც მის თაყვანისმცემლებს ძალიან ახარებს.

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ყოველთვის ხვდება. რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა, თუმცა იტალიაში წასვლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზე ალაპარაკდა, რომლისგანაც, სავარაუდოდ, ვაჟს ელოდება.