ბურჯანაძე: მე არავის კონსტიტუციური უფლების შელახვას არ ვუჭერ მხარს
© Sputnik
„ეს არ არის ჩვენი აქცია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" აქცია. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, მე სხვა ფორმით გავაკეთებდი ამას: დადგებოდა ადამიანი ყოველგვარი ხმაურისა და შეურაცხყოფის გარეშე, დაიკავებდა პლაკატს ხელში – „გაყალბებულია“. მე არავის კონსტიტუციური უფლების შელახვას არ ვუჭერ მხარს, იმიტომ რომ თუ უნდა ადამიანს არჩევნებზე მისვლა, ის ადამიანი უნდა მივიდეს და თავისი აზრი გამოხატოს, მისი ხმაც ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც ჩემი ამომრჩევლის ხმა უნდა ყოფილიყო დაცული“, – ამბობს ბურჯანაძე.
ოპოზიციის ნაწილმა გადაწყვიტა საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნები“ მოუწყოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად აპირებენ მისვლას.