მსოფლიო დღეს

კადიროვი უკმაყოფილო დარჩა საბავშვო ცენტრის კედლების მოხატულობით: ვიდეო

ჩეჩნეთის ლიდერი ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ქალაქ კურჩალოის ეწვია და იქ ახლად აშენებული ობიექტები დაათვალიერა.
Sputnik

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputik. ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა ქალაქ კურჩალოის ბავშვთა გასართობი ცენტრიდან Marvel-ის კომიქსებისა და სხვა კინოგმირების მოშორება და მათი რეალური ისტორიული პერსონაჟებით ჩანაცვლება მოითხოვა.

შესაბამისი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელ ВКонтакте-ს კადიროვის გვერდზეა გამოქვეყნებული.

„ეს ხომ ფანტაზიაა, ჩვენ კი ნამდვილი გმირები გვყავს ჩვენი რელიგიისა და ჩეჩენი ხალხის ისტორიაში. ესენი უნდა მოშორდეს და ჩვენი, ისტორიულად ნამდვილები დაიხატოს“, — თქვა კადიროვმა.

საბავშვო ცენტრის კედლები Marvel-ის კომიქსების მოტივებზე გადაღებული „შურისმაძიებლების“ პერსონაჟებით იყო მოხატული. კერძოდ, იქ გამოსახული იყო „კაპიტანი ამერიკა“, „ადამიანი–ობობა“ და „რკინის კაცი“.