ყვითელი ამბები

ილიკო სუხიშვილი ავარიაში მოხვდა – ვრცელდება შემთხვევის ფოტოები

ქართულ მასმედიაში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ნახეთ რა შეემთხვა ცნობილ ქორეოგრაფს და რა ფოტოები ვრცელდება.
Sputnik

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ქორეოგრაფ ილიკო სუხიშვილს ავარია შეემთხვა. იგი საკუთარი მოტოციკლით ბოძს შეეჯახა. ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

მთელი მსოფლიოსთვის: ანსამბლი „სუხიშვილები“ ვირტუალურ კონცერტს გამართავს

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოცემა შემთხვევის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.

ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ილიკო სუხიშვილი დასთან ნინო სუხიშვილთან ერთად საყოველთაოდ აღიარებულ და ცნობილ ანსამბლს „სუხიშვილებს“ ხელმძღვანელობს. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი უმცროსი, დირექტორი – ნინო სუხიშვილი.

ანსამბლმა ინოვაციური რეფორმა გაატარა, რომელიც მიახლოებულია ე.წ. „მოდერნისტული ბალეტის“ პრინციპებთან. მიუხედავად ამისა, თავისი არსით ესაა ქართული ეროვნული ქორეოგრაფია – ადგილობრივ ფოლკლორზე აღმოცენებული ცეკვები.