თავი დაანებეთ გლანდებს: რა შემთხვევაში უნდა გაუკეთოთ ბავშვს ოპერაცია

წარსულში ასე იყო: თუ ბავშვს გამუდმებული სურდო და ხშირი ანგინა ჰქონდა, ექიმი, როგორც წესი, ადენოიდებისა და/ან გლანდების ამოკვეთის ოპერაციას ნიშნავდა.
Sputnik

დღეისათვის კი ეს მიდგომა მოძველებულად ითვლება და ექიმები ამ საკითხს უფრო აწონილ–დაწონილად უდგებიან, აცხადებს ოტოლარინგოლოგ–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დმიტრი პოლიაკოვი.

ვირუსოლოგი გვირჩევს: რომელი საპონი დაგვეხმარება COVID-19-თან ბრძოლაში

მისი თქმით, ადრე გლანდებისა თუ ადენოიდების ოპერაცია საკმაოდ ბარბაროსულად ტარდებოდა: პატარა პაციენტს სავარძელზე აბამდნენ, ქირურგი პაციენტს ლორწოვანას მსუბუქად უმუშავებდა ადგილობრივი ანტისეპტიკით და მერე „ცოცხლად“ კვეთდა მათ სპეციალური სკალპელით. შედეგად – უამრავი სისხლი, ტკივილი და ოპერაციის წინასწარ განუჭვრეტელი ეფექტი. საქმე ისა, რომ ადენოიდების სრულად ამოკვეთა ხშირად არ გამოდიოდა (ვინაიდან ქირურგი პრაქტიკულად ბრმად მოქმედებდა) და ისინი კვლავ იზრდებოდა.

როგორც პოლიაკოვი განმარტავს, ახლა ექიმები ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ გლანდებისა და ადენოიდების ამოკვეთაზე, ვინაიდან მათ ორგანიზმის დამცავი ფუნქცია აქვთ: ისინი დაავადების გამომწვევ მიკრობებს ორგანიზმში შეღწევის საშუალებას არ აძლევენ.

„ამიტომ, მაგალითად, თუ სასის გლანდებს ამოიჭრით, მაშინ ფარინგიტი და ბრონქიტი თქვენი მუდმივი თანამგზავრი გახდება“, — ამბობს ოტოლარინგოლოგ–ქირურგი.

პოლიაკოვის თქმით, ოპერაცია გლანდებსა და ადენოიდებზე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა ჩატარდეს. მაგალითად, მაშინ, თუ ადენოიდები იმდენად დიდია, რომ სუნთქვას აძნელებს და უარყოფითად მოქმედებს სმენის ორგანოებზე, ან თუ გლანდები მძიმე ქრონიკული ტონზილიტის მიზეზი ხდება.