ესტონეთში ზაზა ურუშაძის ფილმებს აჩვენებენ

ესტონელი კინომოყვარულები ნახავენ ურუშაძის საუკეთესო სურათებს, მათ შორის უკანასკნელ ფილმს, რომლის პრემიერასაც რეჟისორი თავად ვეღარ მოესწრო.
Sputnik

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. ესტონეთის დედაქალაქ ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ბნელი ღამეები“, რომელიც 29 ნოემბრამდე გაგრძელდება, ოთხ ქართულ ფილმს აჩვენებენ, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

„ოსკარის" ნომინანტმა ზაზა ურუშაძემ ახალი ფილმი გადაიღო

ქართველი რეჟისორის, „ოსკარის“ ნომინანტის ზაზა ურუშაძის პატივსაცემად, რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა, ტალინში ნაჩვენები იქნება მისი სამი ფილმი: „მანდარინები“, „სამი სახლი“ და „ანტონი“.

„ანტონი“ რეჟისორის ბოლო ნამუშევარია. ფილმი უკრაინის, საქართველოს, ლიეტუვის, აშშ-ისა და კანადის ერთობლივი ნაწარმოებია.

ამას გარდა განყოფილებაში Curent Waves წარმოადგენენ დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს „დასაწყისი“. განყოფილება Curent Waves აერთიანებს ფილმებს, რომელთა მსოფლიო პრემიერები მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე შედგა და უკვე მიიღო საერთაშორისო ჯილდოები.

დასახელდა ქართული ფილმი, რომელიც „ოსკარისთვის“ იბრძოლებს>>

ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალი 1997 წელს დაარსდა. დღეს ის А კლასის ფესტივალთა კატეგორიას განეკუთვნება და ჩრდილოეთ ევროპაში დიდ კინომოვლენად არის მიჩნეული.