ხანძარი ნავთობტერმინალში – დაშავებულია მეხანძრე-მაშველი

შემთხვევის ადგილზე შსს-ს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მეხანძრე-მაშველთა 15 ბრიგადა იყო მობილიზებული.
Sputnik

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის ნავთობტერმინალში დიზელის საწვავით დატვირთულ ვაგონს ხანძარი გაუჩნდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. ცეცხლი ტერმინალში ჩამოსაცლელად შესულ დიზელის საწვავით დატვირთულ ვაგონს გაუჩნდა. ხანძრის ქრობის დროს ტერმინალის მეხანძრე-მაშველი დაშავდა. ტერმინალის ინფორმაციით, მან თვალის ქიმიური დაზიანება მიიღო. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ხანძარი ნავთობტერმინალში – დაშავებულია მეხანძრე-მაშველი

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 15 ბრიგადა იყო მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მილის დაზიანება გახდა.

ბათუმის ნავთობტერმინალის ინფორმაციით, იქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც ტერმინალის ტერიტორიაზე დღეს მომხდარი ხანძრის ზუსტ მიზეზებს დაადგენს.

ხანძარი ნავთობტერმინალში – დაშავებულია მეხანძრე-მაშველი

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.