ყვითელი ამბები

„შემოგიერთდით კოვიდ ინფიცირებულებს“ – ნანუკა ქაჯაიას კორონავირუსი დაუდასტურდა

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 16 785 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5 658 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2 652, იმერეთში – 1 143, აჭარაში – 930.
Sputnik

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ჟურნალისტმა ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

„ხვალინდელ სტატისტიკას ერთი ციფრი ჩემს გამო დაემატება. შემოგიერთდით კოვიდ ინფიცირებულებს“, – დაწერა ჟურნალისტმა.

მოგვიანებით, ნანუკამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა ფოტოები, საიდანაც ირკვევა, რომ ის მკურნალობას კოვიდ-სასტუმროში განაგრძობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.157-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 82.835-ს მიაღწია. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 16.785 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.658 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.652, იმერეთში – 1.143, აჭარაში – 930 ადამიანი.