მაიკ პომპეოს ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანმა საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი. მინისტრის თქმით, ქართული მხარის სურვილია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ავიდეს იმ დონეზე, რა დონეზეც არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მაიკ პომპეო შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაიკ პომპეო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.