COVID-19 - ბოლო ცნობები

მსოფლიოში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 657 ათასი შემთხვევა გამოვლინდა

ერთ დღე-ღამეში ყველაზე მეტი ინფიცირებული დაფიქსირდა ევროპაში, მეორე ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა
Sputnik

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ერთ დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსის 657 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა თითქმის 10 ათასი ადამიანი, ამას მოწმობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები.

ერთ დღე-ღამეში ყველაზე მეტი ინფიცირებული დაფიქსირდა ევროპაში (285 ათასზე მეტი) და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (269 ათასზე მეტი). მსოფლიოში სულ ინფიცირების 53 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, 1,3 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსული ინფექციის COVID-19 აფეთქება 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.