გორში მეხუთე დღეა 21 წლის ბიჭს ეძებენ

გაუჩინარებული ახალგაზრდის ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ, მეზობლებს კი  მომხდართან დაკავშირებით ვერსია არ აქვთ.
Sputnik

თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. გორში მეხუთე დღეა, 21 წლის გიორგი ნონიაშვილს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

გიორგი ნონიაშვილი სახლიდან 11 ნოემბერს გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ოჯახის წევრები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ, მეზობლებს კი მომხდართან დაკავშირებით ვერსია არ აქვთ.

საქმეში სამართალდამცველები არინ ჩართული. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.