„არ მეშინია, რადგან...“ – მანიკა ასათიანის ოჯახის წევრს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ცნობილი ტელესახე კარანტინშია. ნახეთ ვის აღმოაჩნდა კორონავირუსი და რატომ არ ეშინია მანიკა ასათიანს ამ სენის.
Sputnik

პოპულარული მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი კორონავირუსის საფრთხის ქვეშაა. საქმე ისაა, რომ როგორც მოდელმა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ „ფოლოვერებს“ აცნობა, მის სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამიტომ კარანტინშია და აპირებს ტესტი გაიკეთოს. კითხვაზე, ეშინია თუ არა ვირუსის დადასტურების, მანიკა წერს, რომ არაფრის ეშინია, რადგან შიში არაფრის მომცემი გრძნობაა.

მანიკა ასათიანს დიდი ოჯახი ჰყავს. მისი უფროსი და ანი ასათიანი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, თუმცა მშობლებთან შედარებით მანიკა მას ხშირად ახსენებს. მოდელს სახელი მანიკა სწორედ უფროსმა დამ დაარქვა.

მისი სავიზიტო ბარათი გამორჩეული გარეგნობაა. წითური თმა, ულამაზესი ღიმილი, თვალ-წარბი, სიმაღლე – მანიკა ასათიანის გარეგნობაში ყველაფერია, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. გარდა ამისა, მისი მეგობრული ოჯახი ბევრისთვის მისაბაძია. მანიკა – მოდელი, ხოლო მისი მეუღლე ბექა წივწივაძე კალათბურთელია. მანიკა 17 წლის იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და მალე დაოჯახდნენ. 19 წლის დაფეხმძიმდა და ვაჟი – გიორგი გააჩინა.