ვაჭარაძე: სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, დღეს მედპერსონალის რაოდენობაც აღარ არის საკმარისი
© Sputnik
„უპირველეს ყოვლისა ეს არის თერმოსკრინინგი, სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი და პულსოქსიმეტრია. მე, მაგალითად, დაწყებული დილის საათებიდან, გვიანობამდე მაქვს ონლაინ–კონსულტაციები ჩემს პაციენტებთან. მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი მონიტორინგს, ანუ დროულ ჰოსპიტალიზაციას. განსაკუთრებით საყურადღებო არიან პაციენტები, რომლებიც მოთავსებული არიან ე.წ. კოვიდ–სასტუმროებში. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, სამწუხაროდ, დღეს თვით მედპერსონალის რაოდენობაც აღარ არის საკმარისი“, – ამბობს კახა ვაჭარაძე.
სპეციალისტის განცხადებით, თუ პაციენტი ვერ ახერხებს „112“-თან დაკავშირებას, უნდა დარეკონ ალტერნატიულ ნომრებზე.
შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე „112“ მუშაობს შეფერხებით, ამიტომ მოქალაქეებმა საჭიროების შემთხვევაში უნდა დარეკონ სხვა სამსახურების ალტერნატიულ ნომრებზე: 032 2 411011 — სახანძრო-სამაშველო; 032 2 418505 — საპატრულო (თბილისი); 032 2 418502 — საპატრულო (რეგიონი); 595 073527, 595 073838, 595 073876, 595 073805, 595 073723 – სასწრაფო (რეგიონი); 599 842197, 599 842195 — სასწრაფო (თბილისი).