მსოფლიო დღეს

მინიმალური სხვაობა შედეგებში: ჯორჯიის შტატში ბიულეტენებს ხელით გადაითვლიან

იმ შემთხვევაში, თუ 16 ელექტორალური ხმის მქონე შტატში ბიულეტენების ხელით გადათვლა ტრამპის სასარგებლო შედეგს გამოავლენს, მაშინ ბაიდენის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში ესოდენ დამაჯარებელი ვეღარ იქნება.
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის შტატ ჯორჯიაში ამომრჩევლების ხმები ხელით გადაითვლება, რათა თავიდან ავიცილოთ შედეგებზე კომპიუტერული შეცდომების გავლენა, განაცხადა შტატის სახელმწიფო მდივანმა ბრედ რაფენსპერგერმა.

პენსილვანიის სასამართლომ ტრამპის სარჩელი დააკმაყოფილა: ბიულეტენები გადაითვლება

აღნიშნულის თაობაზე იუწყება ტელეარხი CBS News.

„ჩვენ ჩავატარებთ ხმების სრულ აუდიტს, რაც საშუალებას მოგვცემს, გამოვავლინოთ კომპიუტერული შეცდომები ბიულეტენების დათვლის პროცედურისას ან გარეშე ჩარევები. ბოლოს და ბოლოს, ხელით დავითვლით ხმებს, რათა ზუსტი პასუხი გავცეთ კითხვას – როგორია საბოლოო სხვაობა ხმებს შორის“, — განაცხადა რაფენსპერგერმა.

ამასთან მან განმარტა, რომ ხელით დათვლა აუცილებელი ზომაც კი არის, ვინაიდან ტრამპისა და ბაიდენისთვის მიცემულ ხმებს შორის განსხვავება მინიმალურია და ის 15 ათას ხმას შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯიის შტატს 16 ელექტორალური ხმა აქვს. ამ დროის მონაცემებით, მიიჩნევა, რომ შტატი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებს ჯო ბაიდენს აძლევს, თუმცა, თუ ხელით გადათვლა მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სასარგებლო შედეგს აჩვენებს, მაშინ დემოკრატი კანდიდატის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში ესოდენ დამაჯარებელი ვეღარ იქნება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ტრამპის შტაბმა უკვე შეიტანა სარჩელები სხვადასხვა შტატის სასამართლოებში ბიულეტენების გადათვლის მოთხოვნით. ბოლო ინფორმაციით, პენსილვანიის სააპელაციო სასამართლომ (ოცი ელექტორალური ხმის მქონე შტატი) დააკმაყოფილა ასეთი მოთხოვნა.