გამარჯვების გემო და მარცხის განცდა: მაკედონია აღნიშნავს, საქართველო განიცდის – ფოტო

Sputnik

საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალური შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 ანგარიშით წააგო და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება ვერ შეძლო, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში იმართება. მარცხზე პასუხისმგებლობა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა აიღო. მან განაცხადა, რომ ქართული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოზიციას სომხეთთან (15 ნოემბერი) და ესტონეთთან (18 ნოემბერი) შეხვედრების შემდეგ დატოვებს.

 

1 / 21
მატჩის დაწყებამდე ქომაგებს დიდი მოლოდინები ქონდათ
2 / 21
სტადიონთან მისული გულშემატკივრები საკუთარი ნაკრების წარმატებაში დარწმუნებულები იყვნენ
3 / 21
შეხვედრის წინ პროგნოზები საქართველოს სასარგებლოდ კეთდებოდა
4 / 21
თუმცა ქართულ გუნდს თამაშის დროს იღბალმა ზურგი აქცია
5 / 21
ქართველმა ფეხბურთელებმა საგოლე მომენტების რეალიზება ვერ შეძლეს
6 / 21
სამაგიეროდ გადამწყვეტი გახდა მეორე ტაიმში მაკედონელების გატანილი გოლი
7 / 21
მატჩის შედეგი ერთადერთმა გოლმა განსაზღვრა
8 / 21
ქართული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი და მისი აღსაზრდელები მხურვალედ ქომაგობდნენ გუნდს და ემოციებს ვერ იკავებდნენ
9 / 21
მარცხი ყველამ მძიმედ განიცადა. ფოტოზე -გიორგი ლორია, ქართული ნაკრების მეკარე
10 / 21
ზღვა ემოციები იყო სტადიონის გარეთად, სადაც ქომაგები თამაშს მონიტორის საშუალებით ადევნებდნენ თვალს
11 / 21
ყველას იმედი ქონდა, რომ ბოლო წუთებზე სიტუაცია გამოსწორდებოდა
12 / 21
ფინალური სასტვენის შემდეგ ნათელი გახდა, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის შანსი დაკარგა
13 / 21
გულშემატკივრებისთვის წაგება ნამდვილი ტრაგედია აღმოჩნდა
14 / 21
მარცხი მძიმედ განიცადეს ქართველმა ფეხბურთელებმაც
15 / 21
განსაკუთრებით მეკარე გიორგი ლორია
16 / 21
და ვლადიმერ ვაისი, რომელმაც მარცხზე პასუხისმგებლობა აიღო და გუნდიდას წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა
17 / 21
სამაგიეროდ მაკედონიელები აღნიშნავდნენ საკუთარ მწვრთნელთან, იგორ ანგელოვკსისთან ერთად გამარჯვებას
18 / 21
გამარჯვებული გუნდის სიხარულს საზღვარი არ ქონდა
19 / 21
ქართული გუნდის დამარცხება მათთვის ადვილი არ ყოფილა
20 / 21
ფეხბურთელები მოედანზე დარბოდნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ და სიხარულისგან ხტუნავდნენ
21 / 21
და ბოლოს - ფინალური ფოტო მატჩის დასრულების შემდეგ თბილისის სტადიონზე