დაგროვებითი პენსიის თანხამ 1 077 მილიონ ლარს გადააჭარბა

სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო აქტივები განთავსებულია წლიურ ეფექტურ 11.1%-ში, რაც ქვეყანაში წლიურ ინფლაციაზე 2,3-ჯერ მეტია.
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. დაგროვებული პენსიის მოცულობამ საქართველოში 1 077 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ ეტაპზე დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 560-მა ადამიანმა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს მონაცემებით, საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 102 მილიონი ლარის სარგებელი.

საქართველოს ბანკებში საპენსიო აქტივები გაიზარდა

საპენსიო სააგენტოში რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობამ 1 086 ათასს გადააჭარბა.

რაც შეეხება დაგროვებითი პენსიით სარგებლობას, თანხა მიიღო 560-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით – 244-მა მონაწილემ, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო – ერთმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით – 241-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა 74 პირმა.

სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო აქტივები განთავსებულია წლიურ ეფექტურ 11.1%-ში, რაც ქვეყანაში წლიურ ინფლაციაზე 2,3-ჯერ მეტია.

ახალი საპენსიო სისტემა, რომელიც 2019 წლის 1 იანვარს ამუშავდა, სავალდებულოა.

როგორ მიმდინარეობს საპენსიო რეფორმა საქართველოში

შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. 60 ათასის ზემოთ წლიური შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში არ მონაწილეობს.

დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას განახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.