მსოფლიო დღეს

ბაიდენის შტაბში ჰილარი კლინტონის თანამდებობას განიხილავენ

ჰილარი კლინტონის გაეროში აშშ-ის ელჩად დანიშვნა ამ თანამდებობის მნიშვნელობასა და თავად ორგანიზაციის ავტორიტეტს განამტკიცებს – მიაჩნიათ იდეის მომხრეებს.
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანსა და პრეზიდენტობის ექს-კანდიდატს ჰილარი კლინტონს შესაძლოა გაეროში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა შესთავაზონ, იუწყება ტელეარხი Fox News ჯო ბაიდენის შტაბში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.

პენსილვანიის სასამართლომ ტრამპის სარჩელი დააკმაყოფილა: ბიულეტენები გადაითვლება

ამ საკადრო იდეის მომხრეების აზრით, კლინტონის დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად ამ თანამდებობის მნიშვნელობასაც წარმოაჩენს ბაიდენის ახალ ადმინისტრაციაში და ამასთან თავად გაეროს ავტორიტეტის განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს.

ჰილარი კლინტონს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ბარაკ ობამას პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ეკავა. იგი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება დონალდ ტრამპს ხვდა წილად.

აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. რამდენიმე შტატში ბიულეტენების დათვლა კვლავ გრძელდება, თუმცა მსხვილმა ამერიკულმა მედიასაშუალებებმა, საკუთარ პროგნოზებზე დაყრდნობით, არჩევნებში გამარჯვებულად დემოკრატი ჯო ბაიდენი გამოაცხადეს. ამას არ ეთანხმება მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის შტაბსაც სარჩელები შეაქვს სხვადასხვა შტატის სასამართლოებში. ბოლო ინფორმაციით, პენსილვანიის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ტრამპის შტაბის სარჩელი და შტატში ბიულეტენები თავიდან გადაითვლება.