თბილისი–რუსთავის გზაზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

ავტობანზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გაჩერებას შეეჯახა და ამოტრიალდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. თბილისი–რუსთავის გზაზე ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ავტობუსის გაჩერებას შეეჯახა და ამოტრიალდა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები, მუშაობენ ექსპერტ–კრიმინალისტები.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.