ყვითელი ამბები

თიკა ჯამბურიამ 10 კილოგრამი დაიკლო და გაჩერებას არ აპირებს – ნახეთ რა ხერხს მიმართა

თიკა ჯამბურიას ცნობა ახალ ფოტოებში გაგიჭირდებათ. მომღერალი საოცარ ფორმაშია და სოციალურ ქსელში ამხელს, როგორ მიაღწია სასურველ წონას.
Sputnik

90-იანების ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებელი ზაფხულიდან მოყოლებული თაყვანისმცემლების გაოცებას ცდილობს. თიკა ჯამბურია შვილის გაჩენის შემდეგ პერიოდულად ცდილობდა სასურველი წონის მიღწევას, თუმცა ეს მხოლოდ ცოტა ხნის წინ მოახერხა. მომღერალმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას გაამხილა, რომ მისი არასასურველი კილოგრამები მხოლოდ არასწორი კვების შედეგი არ ყოფილა და მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

როგორც ჩანს, მომღერალმა ფორმაში ჩადგომა ჯანმრთელობის გაუმჯობესების პარალელურად შეძლო და როგორც „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“ გაუმხილა, 10 კილოგრამი დაიკლო, ეს კი ჯანსაღი კვებით და დღეში 15-კილომეტრიან მანძილზე ფეხით სიარულით შეძლო.

ასეთი შედეგის მიღწევა თიკამ მხოლოდ წლების წინ მეგაპროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობისას შეძლო. მომღერალი თიკა ჯამბურია დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ძველი თუ ახალი სიმღერები სხვადასხვა თაობის მსმენელმა ზეპირად იცის. პოპულარულ მომღერალს სკანდალური ცხოვრება აქვს, ეკრანებზე კი თითქმის აღარ ჩნდება. სწორედ ამიტომ სოციალური ქსელის გვერდი გაააქტიურა. წლების წინ მისი ვიდეოკლიპები და სიმღერები მოწინავე ადგილს იკავებდა. ახლა თიკა ქალიშვილის გაზრდითაა დაკავებული და ერთადერთ შვილს დიდ ენერგიას უთმობს.

ბავშვობის პერიოდში თიკა ჯამბურიამ საკუთარი ხმითა და შესრულების ნიჭით უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა. მისი ცხოვრება წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა ნაადრევმა დაოჯახებამ ბევრი რამ შეცვალა. ამაზე სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლების შეკითხვებს თამამად უპასუხა და აღნიშნა, რომ 18 წლის არასდროს გათხოვდებოდა, დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს. ყველასათვის ცნობილი მომღერალი წარსულში გადადგმულ ნაბიჯს ნანობს და ამის შესახებ საჯაროდ საუბრობს.