თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისათვის გარდაცვლილთა რაოდენობაა 599. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3120-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 69681-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 52 169 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 2 506, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 918 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 311 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.