ნიკა შენგელია: უახლოეს დღეებში ლარის გამყარებას უნდა ველოდოთ

ეროვნულმა ბანკმა 10 ნოემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან მხოლოდ 37,2 მლნ რომ გაყიდა, ეს სავალუტო ბაზრის უცხოური ვალუტით გაჯერებაზე მეტყველებს, განაცხადა ეკონომისტმა ნიკა შენგელიამ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.
Sputnik
ნიკა შენგელია: უახლოეს დღეებში ლარის გამყარებას უნდა ველოდოთ
„სავალუტო ბაზარზე ბანკები ჯერ ერთმანეთში ვაჭრობენ და თუ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა მეტია, ვიდრე მისი მიწოდება, მაშინ ლარის კურსი უფასურდება. სწორედ ასეთ დროს ერევა ხოლმე ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებით. ბოლოდროინდელმა ჩარევებმა მარეგულირებლის მხრიდან ბაზრის გაჯერება გამოიწვია, რაც, თავის მხრივ, იმის მანიშნებელია, რომ უახლოესი 7-8 დღის განმავლობაში ლარის გამყარებას უნდა ველოდოთ“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

ლარის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა 3.4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა. სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით გაზაფხულიდან მოყოლებული ეროვნულმა ბანკმა უკვე 22 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც ჯამში 746 850 000 დოლარი გაყიდა.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.