ყვითელი ამბები

„სწორედ ამას მიგვანიშნებდა პატრიარქი“ – რა წინასწარმეტყველება აუხდა ხატია სიჭინავას

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და უჩვეულო ინფორმაციას აქვეყნებს.
Sputnik

ყოფილ ტელეწამყვანს ხატია სიჭინავას კორონავირუსის სირთულის კიდევ არ სჯერა და სოციალურ ქსელში მორიგ სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს. მისი აზრით, მალე მთავრობა იმ ადამიანებს, ვინც პირბადეს არ ატარებს, აიძულებს სოფლებში გადასახლდნენ.

ყოფილი ტელეწამყვანი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც გარეთ პირბადით გადაადგილდებიან და დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებენ, მალე იმუნიტეტდაქვეითებულები გახდებიან, სულ უფრო და უფრო ხშირად დაავადდებიან და სულ უფრო ხშირი იქნება სიკვდილიანობაც.

ხოლო მათ, ვინც ნებაყოფლობით არ მიიღებს პატიმრობის ასეთ სახეს, აიძულებენ დიდი ქალაქები დატოვონ და მიუსვლელ სოფლებში გადასახლდნენ, რადგან სხვანაირად სუფთა ჰაერს ვერ ეღირსებიან. „სწორედ ამას მიგვანიშნებდა, მიწები გაამაგრეთო, პატრიარქმა რომ გაგვაფრთხილა. თუ მალე მოხდება ისე, რომ სოციალურ ქსელთან წვდომა არ მექნება, თქვენ კი რაღაც მომენტში ჩემი სიტყვები გაგახსენდებათ, გილოცავთ... თქვენ მიხვდით გვიან მაგრამ მაინც“, –  წერს ხატია სიჭინავა.

ყოფილი ტელეწამყვანი კორონავირუსის პანდემიისას სოციალურ ქსელში განსაკუთრებით გააქტიურდა. ხატია სიჭინავას სჯერა, რომ აღსასრული ახლოა, მალე მთელ მსოფლიოს ერთი მმართველი ეყოლება და ადამიანები დაიჩიპებიან.