საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს თბილისში მიესალმება

საქართველოში ემზადებიან სერიოზული მოლაპარაკებებისთვის აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რომელიც თბილისში ქვეყნისა და რეგიონისთვის პოლიტიკურად საკმაოდ რთულ დროს ჩამოდის
Sputnik

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს თბილისში და აშშ-ს ქვეყნის მთავარ პარტნიორს უწოდება.

პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს და კათოლიკოს-პატრიარქს.

ბურჯანაძე: ბუნებრივია, რომ მაიკ პომპეო ოპოზიციას არ ხვდება

„მივესალმებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი დემოკრატიული განვითარებისა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია“, – წერს ზურაბიშვილი Twitter-ში.

სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე წარიმართება - ოპოზიცია არ ცნობს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ახალ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს. ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამერიკული დიპლომატიური მისია და ევროპელი დიპლომატები მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ და შუამავლის როლის შესრულების მზადყოფნას გამოხატავენ.

რეგიონულ პრობლემატიკის მიმართულებით განხილვის სავარაუდო თემა იქნება სიტუაცია ყარაბაღში, სადაც 10 ნოემბრიდან რუსეთმა თავისი მშვიდობისმყოფელების შეყვანა დაიწყო.

მაიკ პომპეო საქართველოს ესტუმრება ხანგრძლივი ტურნეს ფარგლებში საფრანგეთში, თურქეთში, ისრაელში, საუდის არაბეთში, გაერთიანებულ საამიროებში და კატარში.