ყვითელი ამბები

ნახეთ რატომ ერიდება მასტერი დუბაიში ნამყოფ გოგონებს – რეპერის სკანდალური განცხადება

ცნობილმა ქართველმა რეპერმა თაყვანისმცემლებს გაუმხილა, რატომ არიდებს თავს დუბაიში ნამყოფ ქართველ გოგონებს.
Sputnik

ცნობილი რეპერის მასტერის თქმით, მის გვერდით ვერ ვნახავთ გოგონას, რომელსაც სოციალურ ქსელში შიშველი ფოტოები უდევს. რადიო „ფორტუნაში“ სტუმრობისას მუსიკოსმა განაცხადა, რომ ცდილობს მის გვერდით არ იყვნენ ისეთი გოგონები, რომლებსაც ცუდი დოსიე აქვთ.

რეპერმა მაგალითად „დუბაის გოგონები“ მოიყვანა, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოში „ინსტაგრამ ვარსკვლავები“ არიან და პარალელურად დუბაიში სხეულით ვაჭრობენ. „ვცდილობ ამ გოგონებს გავერიდო, თუმცა ვიზუალურად კარგები არიან და შინაგანად გული გწყდება, რატომ… მაგრამ რომ უყურებენ ერთმანეთს, კარგად რომ ცხოვრობენ, თვითონაც უნდებათ. მოკლედ, ვცდილობ, ასეთ გოგოებს გავერიდო, მაგრამ ამით იმას არ ვამბობ, რომ მე ანგელოზი ვარ“, – ამბობს მუსიკოსი.

გიორგი პავლიაშვილი ცნობილია ფსევდონიმით მასტერი, რომელმაც კარიერა 2004 წელს დაიწყო. 2006 წელს გამოუშვა პირველი ვიდეო „მომე“, კაბუსთან და ძვალთან ერთად. 2007 წელს მონაწილეობდა კონკურს „პატრინოტ 3“-ში, სიმღერით „არმია“.

2008 წელს გამოვიდა რეპერის პირველი სტუდიური ალბომი Game Over. 2010 წელს მასტერმა ჩამოაყალიბა ხმის ჩამწერი სტუდია Xenon Records, რომელიც მოგვიანებით გარდაიქმნა მუსიკალურ საპროდიუსერო კომპანიად Xenon Production.

2010 წელს გამოუშვა მუსიკალური ვიდეო „რეიბანები“. 2010 და 2011 წლებში მუსიკალურ ცერემონია „მეგაზე“ დასახელებულ იქნა წლის ყველაზე პოპულარულ რეპერად. ტექსტების გარდა, მასტერი თავად წერს მუსიკას, არის ბიტმეიკერი კომპოზიტორი, აგრეთვე თვითონ აკეთებს არანჟირება/მასტერინგს. არის საკუთარი მუსიკალური ვიდეოების რეჟისორი.