სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან, ხოლო არაღიარებულ მთიან ყარაბაღში შედიან რუსი სამშვიდობოები. ისინი განთავსდებიან შეხების ზოლზე და იმ დერეფნის მიმდებარედ, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. ბაქომ და ერევანმა ტყვეების გაცვლის ვალდებულება აიღეს. ასევე სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს ქელბაჯარის, ლაჩინის და აგდამის რაიონები. სიტუაცია არაღიარებულ რესპუბლიკაში სექტემბერში დაიძაბა. ერევანმა და ბაქომ ესკალაციაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. მხარეებს შორის შეთანხმების რამდენიმე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. დაწვრილებით – იხილეთ ვიდეოში.