კობახიძე: მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ნუ შეუშინდებიან არჩევნების მეორე ტურს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე 31 ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულობასა და მეორე ტურზე საუბრობს.
Sputnik
კობახიძე: მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ნუ შეუშინდებიან არჩევნების მეორე ტურს
„განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც უკავშირდება არჩევნებს, მათ შორის ჩვენს მეგობრებს მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ ემზადება „ქართული ოცნება“ მეორე ტურისთვის, რა ზომებია მისაღები, რომ მეორე ტური მაქსიმალურად სათანადო ვითარებაში ჩატარდეს. ასევე ჩვენს მეგობრებს მივაწოდეთ ინფორმაცია სტატისტიკასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება არჩევნების პირველ ტურს და ეს სტატისტიკა არანაირი ფორმით არ განსხვავდება იმ სტატისტიკისგან, რომელიც ჩვენ გვქონდა წინა არჩევნებზე, მათ შორის წინა საპარლამენტო არჩევნებზე... მზად ვართ დიალოგისთვის. ვთვლით, რომ ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობა უნდა მიიღოს. თუ არ მიიღებენ, რა თქმა უნდა, მაინც ჩატარდება. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, ნუ შეუშინდებიან მეორე ტურს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განმარტებით, არსებობს მონაცემები, რაც ადასტურებს, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები ამომრჩევლის განწყობას ემთხვევა.