როცა სიცხე გაქვთ: ექიმი პოპულარულ მითს ამსხვრევს

შეიძლება თუ არა შხაპის მიღება მაშინ, როცა ადამიანი ავად გახდება და სხეულის ტემპერატურა მაღლა აეწევა?
Sputnik

ამ კითხვაზე პასუხს ცნობილი კარდიოლოგი და ზოგადი პრაქტიკის ექიმი ალექსანდრ მიასნიკოვი სცემს.

„როცა ადამიანი ავად ხდება, ეუბნებიან, რომ ბანაობა არ შეიძლება. ვაქცინაციის შემდეგაც ურჩევენ, რომ სამი დღე არ დაიბანონ. ისინიც წვანან ოფლში გაწურულები და დაუბანელი სხეულის ყველა „არომატს“ აფრქვევენ. და რა აზრი აქვს ამას? შხაპის მიღება კიდეც შეიძლება და საჭიროც არის“, — განმარტა მიასნიკოვმა.

გარდა ამისა, ექიმის თქმით, თუ ადამიანს მაღალი ტემპერატურა აქვს და დამოუკიდებლად დაბანა არ შეუძლია, სხეული სველი ტილოთი ან ღრუბლით უნდა გაიწმინდოს მაინც, რადგან ეს ადამიანს შვებას მოჰგვრის.

  • „კანი სუნთქვას იწყებს და ავადმყოფი უკეთ ხდება“, — ხაზს უსვამს ექიმი.

მიასნიკოვი ირწმუნება, რომ ყოველდღიური ჰიგიენისთვის გაციება არ შეიძლება დაბრკოლება იყოს.