ხანძარი თბილისში: დამწვარია ერთ-ერთი მაღაზიის საწყობი

გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის ჩასაქრობად შვიდი სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობდა.
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ცეცხლი დადიანის ქუჩაზე, მე-10 სკოლის მიმდებარედ, ყოფილი სპორტკომპლექსის ოთხსართულიანი შენობის პირველ სართულზე მდებარე საწყობს გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, საწყობში დაიწვა დასაწყობებული ტანსაცმელი და სუნამოები. ასევე დაიწვა გარე პერიმეტრზე მდებარე ხის კონსტრუქციები. ამ დროისთვის უცნობია ზარალის ოდენობა.

ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობდა.