ვარდნა სამშენებლო სფეროში გრძელდება – ახალი სტატისტიკა

წლის პირველ ცხრა თვეში აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის სამ რეგიონზე – თბილისზე, კახეთსა და იმერეთზე.
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 2020 წლის იანვარი–სექტემბერში ექსპლუატაციაში შევიდა 1,2 მლნ კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 1 445 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

2019 წლის პირველ სამ კვარტალთან შედარებით, ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ფართობი შემცირდა 39,7%-ით, ხოლო რაოდენობა – 19,8%-ით.

ბიზნეს–ასოციაცია: აუცილებელია ეროვნული ბანკის აქტიური ჩარევა სავალუტო ბაზარზე>>

ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის სამ რეგიონზე – თბილისზე, კახეთსა და იმერეთზე.

ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ტოპ–ხუთი რეგიონი 2020 წლის იანვარი–სექტემბერში

რეგიონიობიექტების რაოდენობაწილი ობიექტების საერთო რაოდენობაში, %
თბილისი39427,3
კახეთი20714,3
იმერეთი14610,1
მცხეთა–მთიანეთი1429,8
ქვემო ქართლი1339,2

საქართველოში 2020 წლის იანვარი–სექტემბერში ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა 3,9 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის მშენებლობაზე 6,98 ათასი ნებართვა გასცეს.

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 10,6%-ით შემცირდა, ხოლო ფართობი – 30,2%-ით.

საქართველოში ეკონომიკის ვარდნა მინიმალური ხდება>>

გაცემული ნებართვების მთლიანი რაოდენობიდან 76,7% მოდის ოთხ რეგიონზე – თბილისი, ქვემო ქართლი, იმერეთი და მცხეთა-მთიანეთი

ტოპ–ხუთი რეგიონი 2020 წლის იანვარი–სექტემბერში გაცემული ნებართვების მიხედვით

რეგიონინებართვების რაოდენობაწილი ნებართვების საერთო რაოდენობაში, %
თბილისი3 68252,8
ქვემო ქართლი71110,2
იმერეთი4887,0
მცხეთა–მთიანეთი4676,7
აჭარა4396,3

წლის დასაწყისიდან კომპეტენტურმა ორგანოებმა ნებართვები გასცეს სხვადასხვა შენობის მშენებლობაზე – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.