COVID-19 - ბოლო ცნობები

უკრაინის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზელენსკი ზაფხულში უკვე იმყოფებოდა ორკვირიან იზოლაციაში, თუმცა არც მას, არც მის შვილებს მაშინ კორონავირუსი არ დაუდგინდა
Sputnik

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კორონავირუსით დაავადდა, მაგრამ თავს კარგად გრძნობს.

COVID-19 საგანგებო სიტუაციის ფარგლებს გასცდა – ჯანმო ვითარების გაუარესებაზე საუბრობს

„არ არსებობს მსოფლიოში ის ბედნიერი ადამიანი, ვისთვისაც COVID-19 არ წარმოადგენს საფრთხეს. ყველა ეპიდღონისძიების მიუხედავად, მეც მივიღე დადებითი პასუხი. მე მაქვს 37,5, თქვენ კი 36,6-ს გისურვებთ! თუმცა, თავს კარგად ვგრძნობ. ვრჩები იზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას. უმრავლესობა ამარცხებს COVID19-ს. მეც გადავიტან. ყველაფერი კარგად იქნება!“ - დაწერა მან თავის Telegram-არხზე.

პრეზიდენტის მეუღლემ ელენა ზელენსკაიამ ივნისში კორონავირუსი უკვე გადაიტანა. ის მკურნალობდა სახლში, თუმცა შემდგომში პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. 3 ივლისს პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის საავადმყოფოდან გაეწერა, თუმცა პნევმონიაზე მკურნალობა სახლში გააგრძელა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი 469 018 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 209 143 პაციენტი, გარდაიცვალა - 8 565 ადამიანი.