ჩუგოშვილი: ეს კრიზისი არის პოლიტიკოსების მიერ შექმნილი და უნდა მოაგვარონ მათ

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ბოლო პერიოდში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს.
Sputnik
ჩუგოშვილი: ეს კრიზისი არის პოლიტიკოსების მიერ შექმნილი და უნდა მოაგვარონ მათ
„ხელისუფლებას ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ პროცესში. როდემდე შეიძლება თითის გაშვერის პოზიცია და პოლიტიკა იყოს?! რეალურად მერამდენედ ვართ ასეთ მდგომარეობაში იმის გამო, რომ პოლიტიკოსები არ იღებენ სათანადო გადაწყვეტილებას და პასუხისმგებლობას. ამის გამო მერე პოლიცია უნდა აიფარონ წინ და შეაჯახონ ხალხს და მოსახლეობას. ეს კრიზისი არის პოლიტიკოსების შექმნილი და უნდა მოაგვარონ მათ“, – ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

მისი თქმით, პოლიტიკოსებმა კრიზისი უნდა მოაგვარონ იმით, რომ იმსჯელონ და ქვეყნის ინტერესებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღონ.