ამერიკაში გადაბარგებულმა ქართველმა მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ სოციალურ ქსელში ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ჯო ბაიდენთან ერთად გადაღებული ფოტო „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა, რითიც სოციალური ქსელის მომხმარებლების ყურადღება მიიპყრო.
სოფო, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა, შესაბამისად, მის მეგობრებსა და ხელმომწერებს მომღერლის ნებისმიერი აქტივობა ახარებთ და მის მიმართ დადებით კომპლიმენტებსაც არ იშურებენ. ბაიდენის და ნიჟარაძის ფოტოს ჰეიტერებიც გამოუჩნდნენ.
„მიშიკოს გაპიარებული მომღერალი, რამდენი ფული გადაუხადა მსოფლიოს ვარსკვლავებს შენს გვერდით რომ ემღერათ მაშინ“, – დაწერა ერთ-ერთმა ჰეიტერმა. რასაც სოფოს მეგობრების აღშფოთება მოჰყვა. სოფომ მეგობრებს აუხსნა, რომ მას „ტროლები” უტევენ.
„არ ველოდი ამერიკის პრეზიდენტთან ფოტო თუ ასეთ აჟიოტაჟს გამოიწვევდა. ასეთების მოკლე ჭკუით, მასაც ფული გადაუხადეს, ხელი რომ ჩამოერთვა“, – დაწერა სოფომ, რომელმაც მოგვიანებით კომენტარები წაშალა.
სოფო ნიჟარაძე ამერიკაში თებერვალში გაემგზავრა დედასთან ერთად. მომღერალი იქ პატარა გოგონას ელის მარიას დედა გახდა, რომლის ფოტოსაც ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს. ასევე უცნობია, ვინ არის ბავშვის მამა.