ყვითელი ამბები

სად და ვისთან ერთად აღნიშნა მე-19 იუბილე შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა – ვიდეო

პოპულარული დედის პოპულარული ქალიშვილი იუბილარია. გოგონა 19 წლის გახდა და იუბილე ასე აღნიშნა მცხეთაში. ნახეთ ვიდეო.
Sputnik

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე იუბილარია. შორენამ შვილს დაბადების დღე მცხეთაში მეგობრების ვიწრო გარემოცვაში გადაუხადა.

ევას წვეულებაზე შავი კაბა ეცვა, მეგობრებმა მას ვარდების დიდი თაიგული და ტორტი მიართვეს. გოგონა 19 წლის გახდა. ვიდეოში ჩანს, რომ წვეულებას მისი შეყვარებულიც ესწრებოდა, რომელიც ბეგაშვილის გოგონამ ზაფხულში გამოაჩინა.

წყვილი ბათუმში ერთად ისვენებდა. გიორგი ყაჯრიშვილი ევას „სთორებში“ ბოლო დროს გააქტიურდა. მანამდე ევა „სთორებში“ სხვა ბიჭთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდა, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, დაშორდა.

შორენა ბეგაშვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს. ევა ბარბაქაძე მსახიობს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანებზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა.

ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა. ახლა მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. მათ ბოლო პერიოდში ერთმანეთს სულ უფრო ხშირად ადარებენ.