სასტიკი მკვლელობა: ბათუმში ქალის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს

მეზობლების თქმით, მოკლული ქალის ერთ-ერთი მეგობარი ვერ ახერხებდა მასთან დაკავშირებას, რის შემდეგაც მან პოლიციას მიმართა.
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში 50 წლამდე ასაკის ქალის ცხედარი საკუთარ ბინაში დანაწევრებული იპოვეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

შემთხვევა მელიქიშვილის ქუჩის №53-ში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბელარუსის მოქალაქე იყო და სახლში მარტო ცხოვრობდა.

მეზობლების თქმით, მოკლული ქალის ერთ-ერთი მეგობარი ვერ ახერხებდა მასთან დაკავშირებას, რის შემდეგაც მან პოლიციას მიმართა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას.