მასობრივი არეულობა სომხეთში: რა მოჰყვა ფაშინიანის განცხადებას ყარაბაღის შესახებ – ფოტო

Sputnik

ერევანში 9–10 ნოემბრის ღამე საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. სომხეთის მოქალაქეებმა შტუმრით აიღეს მთავრობის სახლი, შემდეგ კი პარლამენტის შენობა.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

„მე მივიღე რთული, განსაკუთრებით რთული გადაწყვეტილება ჩემთვის და თქვენთვის. რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოვაწერე ყარაბაღის ომის შეწყვეტას 01:00 საათზე. გამოქვეყნებული განცხადების ტექსტი ძალიან მტკივნეულია პირადად ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის მოქალაქეებს მყისიერი რეაქცია ჰქონდათ ფაშინიანის განცხადებაზე ომის შეწყვეტისა და ტერიტორიის დათმობის შესახებ. საპროტესტო აქცია გაიმართა მთავრობის სახლთან, მომიტინგეები შეიჭრნენ შენობაში, დაარბიეს ფაშინიანის კაბინეტი და წაიღეს სახელმწიფო სიმბოლოები. შემდეგ მათ გადაინაცვლეს პარლამენტთან, სადაც ნაციონალური კრების სპიკერი არარატ მირზოიანი სცემეს.

1 / 12
მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა საბრძოლო ქმედებების შეწყვეტას მთიან ყარაბაღში, სომხეთში პროტესტმა იფეთქა
2 / 12
ფაშინიანის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ადამიანები მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდნენ
3 / 12
მომიტინგეებმა მთავრობის სახლის კარი შეანგრიეს და შენობაში შეიჭრნენ
4 / 12
დემონსტრანტები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, თუმცა სამსართალდამცავებს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ
5 / 12
ათობით დემონსტრანტმა შენობის ნგრევა დაიწყო, მათ დაამტვრიეს ავეჯი, ტექნიკა, ფანჯრები და კარები
6 / 12
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანის კაბინეტიდან მოგლიჯეს ტაბლო მისი სახელით - აქტივისტებმა პრემიერის გადადგომა მოითხოვეს
7 / 12
მოგვიანებით გაძარცვეს პრემიერ-მინისტრის აპარატამენტებიც
8 / 12
რეზიდენციიდან დაიკარგა ფაშინიანის პირადი ნივთებიც
9 / 12
მისი თქმით, დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონის წინაშე
10 / 12
ნგრევა მთავრობის სახლში, ერევანი
11 / 12
მომიტინგეების აზრით, პრემიერს საზოგადოებასთან ერთად განხილვის გარეშე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ქონდა
12 / 12
აქტივისტები ამ დოკუმენტის ხელმოწერას ღალატს უწოდებენ