მომღერალ თემო საჯაიას და მოდელ მარიტა ჯანაშიას სასიყვარულო ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდა. წყვილმა აგვისტოში ჯვარი დაიწერა, ულამაზესი ქორწილიც გადაიხადა და ახლა, სავარაუდოდ, პირველ შვილს ელოდებიან.
ამას მოწმობს თემო საჯაიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო, რომელსაც მომღერალმა დაურთო წარწერა – „როცა მარიტა მჟავე კომბოსტოს ხედავს“. როგორც ჩანს, მოდელი ორსულადაა და მჟავეები განსაკუთრებულად უნდება.
ტელეწამყვანები თემო და მარიტა ჯერ კიდევ ივლისში დაინიშნენ. მომღერალმა ლამაზმან საცოლეს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა და თანხმობაც მიიღო. ქორწილის ყველა სტუმარი თეთრებში იყო გამოწყობილი. პატარძალს ჯვრისწერის ცერემონიაზე გრძელი, ტრადიციული დიზაინის კაბა ეცვა, ხოლო საქორწინო წვეულებაზე მოკლე და თავისუფალი სტილის სამოსზე შეაჩერა არჩევანი. ქორწილის სტუმრებს შორის არაერთი პოპულარული ადამიანი იყო.
წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია PosTV-ში გაიცნო, სადაც დილის გადაცემა მიჰყავდათ. მარიტას და თემოს საზოგადოება კარგად იცნობს. ცნობილ მოდელსა და პოპულარულ მომღერალს წარსულში საინტერესო სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდათ, რომელიც წლებს ითვლიდა.
მსახიობ ნიკო გომელაურისა და ეკა ნიჟარაძის ვაჟი ჯეჯი და თემო გოცაძისა და მარინა ჯანაშიას შვილიშვილი, მოდელი მარიტა ჯანაშია ერთმანეთს შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ რამდენიმე ხნის წინ დაშორდნენ, მასმედიაში კი ეს ამბავი 2020 წლის თებერვალში გამჟღავნდა, როდესაც მოდელმა დაშორების შესახებ ჟურნალ „გზასთან“ ისაუბრა.
როგორც აღმოჩნდა, წყვილის დაშორების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ამდენი ხნის მანძილზე მათი ერთად მარტო ცხოვრება ვერ მოხერხდა. მარიტა ამბობდა, რომ შერიგებას არც ერთი არ ფიქრობს. როგორც ცნობილია, მარიტას და ჯეჯის სიყვარული მეგობრობიდან დაიწყო. ისინი თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფელები იყვნენ.
საინტერესო სასიყვარული ისტორია ჰქონდა თემო საჯაიასაც, რომელიც თითქმის ქორწილამდე მივიდა. მომღერალი ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ ბალერინა ნინა სამადაშვილს დაშორდა, რომელზე დაქორწინებასაც აპირებდა.