წვიმა, თოვლი, ყინვა – უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

თბილისში 9–10 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო მაღალ მთაში სინოპტიკოსები თოვლსა და ყინვას პროგნოზირებენ.
Sputnik

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება – ქვეყნის ცალკეულ რაიონებში 9–13 ნოემბერს მცირე ნალექია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 11 ნოემბერს

„ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9-10 ნოემბერს +13, +18 გრადუსი იქნება, ხოლო 11-13 ნოემბერს +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მაღალ მთაში თოვლსა და ყინვას ელოდებიან.

თბილისში 9 და 10 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსაოდნელი. ჰაერი 16–18 გრადუსამდე გათბება. 11–13 ნოემბერს კი მცირე ნალექია ნავარაუდევი, ტემპერატურა კი 13–15 გრადუსამდე დაიკლებს.