ტრამპის მხარდამჭერებმა მიჩიგანში ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვება გააპროტესტეს – ვიდეო

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები მიჩიგანის შტატის კაპიტოლიუმის შენობასთან შეიკრიბნენ და მისი დემოკრატი კონკურენტის ჯო ბაიდენის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გააპროტესტეს.
Sputnik

ადამიანები ცეკვავდნენ და ტრამპის სახელს სკანდირებდნენ.

საპროტესტო აქციაზე ბაიდენის რამდენიმე მხარდამჭერიც დააფიქსირეს, რომლებიც ტრამპის მხარდამჭერთა ჯგუფს მიუახლოვდნენ.

შაბათს დემოკრატთა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ტრამპი დათმობას არ აპირებს, რის შესახებმაც მისმა შტაბმა განაცხადა. დონალდ ტრამპი სასამართლოში რამდენიმე შტატში არჩევნების შედეგების გაყალბების გასაჩივრებას აპირებს.