პროტესტის მეორე დილა თბილისში: ქვები და ბოთლები ცესკოს შენობასთან – ფოტო

Sputnik

კვირას, საღამოს პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიციის აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს. ცესკოს შენობასთან განლაგებული იყო სპეცრაზმი და ტექნიკა.

მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა რკინის ღობის დაშლა სცადეს, პოლიციამ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. მოგვიანებით შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ადგილი ჰქონდა შენობაში შეჭრის მცდელობას, პოლიცია ვალდებული იყო საპასუხო ზომები მიეღო.

ორშაბათს, საღამოს ოპოზიცია ახალ აქციას გეგმავს პარლამენტის შენობასთან.

1 / 19
სწორედ ამ ადგილზე, ღობის მეორე მხარეს იდგნენ პოლიციელები და სპეცრაზმის წევრები
2 / 19
დილით ცესკოს შენობასთან უამრავი ბოთლი და ქვა ეყარა, რომლებსაც მომიტინგეები პოლიციელებს ესროდნენ. შეტაკებისას დაშავდა 14 სამართალ დამცავი, სამი ჟურნალისტი და დაახლოებით 10 დემონსტრანტი
3 / 19
რკინის ღობეები, რომლებიც აქციაზე დაზიანდა, ჯერ კიდევ არ მოუხსნიათ. ადგილზე მორიგეობენ სამართალდამცავები
4 / 19
ცესკოს შენობასთან ტერიტორია ბრძოლის ველს გავს
5 / 19
შსს-ში განაცხადეს, რომ მომიტინგეები შენობაში შტურმით შეღწევას ცდილობდნენ
6 / 19
ქვები, რომლებიც აქციაზე პოლიციას დაუშინეს
7 / 19
დილიდან ცესკოს შენობასთან სიმშვიდე იყო - ოპოზიციის აქტივისტები შეტაკების შემდეგ დაიშალნენ. ახლა ისინი ახალი აქციის გასამართად ძალებს იკრებენ
8 / 19
შენობის გარშემო მხოლოდ ჟურნალისტები დადიოდნენ და ფოტოებს იღებდნენ
9 / 19
ღამის აქციის დროს პოლიციამ 19 ადამიანი დააკავა
10 / 19
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ განაცხადა, რომ პროტესტი გამოხატვის თავისუფლების ფორმას გაცდა და ძალადობრივი სახე მიიღო, რის გამოც პოლიციამ ძალა გამოიყენა
11 / 19
შსს-ს მონაცემებით, აგრესიული ქმედებების შედეგად დაშავდა პოლიციისა და სახანძრო მანქანებიც
12 / 19
საბანაძემ ასევე განაცხადა, რომ აქციის დაშლისას გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი და არა ცრემლსადენი გაზი
13 / 19
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ „პროპორციულ ძალას იყენებდა“
14 / 19
დილიდან ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მორიგეობს
15 / 19
დილიდან პარლამენტის შენობასთანაც სიმშვიდე იყო
16 / 19
აქვე შეიკრიბნენ ქართული ტელეარხების ჟურნალისტები
17 / 19
ორშაბათს დილით რუსთაველის გამზირზე ავტომობილების გადაადგილებაც აღდგა
18 / 19
პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტიც მივიდა ინტერვიუს მისაცემად
19 / 19
საღამოს პარლამენტთან დაგეგმილია ახალი აქცია. სცენა და ტრიბუნები კვლავ ადგილზეა, ოპოზიცია მზად არის მომდევნო დემონსტრაციისათვის