ყვითელი ამბები

წლების წინ პოდიუმიდან გაუჩინარებული ლალი ტოტიკაშვილი არ შეცვლილა – როგორ ცხოვრობს მოდელი

უმშვენიერესი ქართველი მოდელი ლალი ტოტიკაშვილი პოდიუმს რამდენიმე წლის წინ ჩამოშორდა 17-წლიანი სამოდელო კარიერის შემდეგ.
Sputnik

გასული საუკუნის 90-იანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისის ქართველ მოდელთა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული სახე – ლალი ტოტიკაშვილი დიდი ხანია დაემშვიდობა პოდიუმს, მაგრამ ზოგადად მოდასთან კავშირი არ გაუწყვეტია.

ჯერ სამოდელო სააგენტო გააკეთა, ახლა კი თავად ქმნის ტანსაცმელსა და აქსესუარებს. იშვიათად პოდიუმზეც შეიძლება გამოჩნდეს, მხოლოდ მაშინ, თუ მეგობარი დიზაინერი მიიწვევს.

ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს. ორი წლის წინ დაიწყო აქტიურად ვარჯიში, რაც შეეხება კვებას, ყოველთვის გემრიელად ჭამს და წონის პრობლემა არასდროს ჰქონია.

პლასტიკური ოპერაციების წინააღმდეგი არ არის, თუმცა არასდროს დასჭირვებია, თავად მხოლოდ პატარ-პატარა პროცედურებს იტარებს.

17-წლიანი სამოდელო კარიერის შემდეგ ის გათხოვდა და პოდიუმს დაემშვიდობა. ლალი ტოტიკაშვილს ხშირად შეხვდებით სხვადასხვა გლამურულ წვეულებაზე, თუმცა ის მეუღლესთან გია ხუბულიასთან ერთად არსად ჩნდება.

რამდენიმე თვის წინ წყვილს ქორწინების 16 წელი შეუსრულდა. ლალი ტოტიკაშვილმა „ინსტაგრამზე“ იშვიათი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მეუღლესთან ერთად არის გადაღებული. წყვილს ორი შვილი ჰყავს – 15 წლის საბა და 11 წლის ნიტა.